ფორმას და ანგარიშგებას მომხმარებლის მენიუს, ინსტრუმენტული პანელისა
და კონტექსტური მენიუს დამატება Access 2003-ში
მენიუს ბრძანებათა სტრიქონების შექმნა.
თვენს მიერ დაპროექტებული ყველა ობიექტის: ცხრილები, ფორმები, შეკითხვები, მაკროსები და ა.შ. ნუსხა დიალოგური ფანჯრიდან წვდომადია. სურ.დ.7-ზე ჩანს დაპროექტებული ფორმების დასახელებები.
სურ.დ.9.
შენიშვნა: ღილაკზე სურათის დატანა, რედაქტირება და სხვა ხორციელდება ღილაკის რედაქტირების ცნობილი საშუალებებით, კერძოდ დიალოგურ ფანჯარაში ღილაკის მონიშვნის და თაგუნას მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით გამოსული კონტექსტური მენიუს ბრძანებებით.
მენიუთა სტრიქონის მიბმა ფორმაზე, ანგარიშგებაზე
მენიუთა სტრიქონის ფორმაზე, ანგარიშგებაზე მისაბმელად თვისებაში Menu Bar მიუთითეთ მენიუთა სტრიქონის დასახელება.
კონტექსტური მენიუს შემუშავება
კოტექსტური მენიუს შემუშავების ტექნოლოგია მენიუთა სტრიქონის შემუშავების ანალოგიურია:
- მიეცით ბრძანება View>>Toolbars>>Customize. გამოვა ფანჯარა, რომელშიც დააწკაპუნეთ ღილკაზე New (შექმნა);
- ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ გამოვა ფანჯარა, რომელშიც ჩაწერეთ კონტექსტური მენიუს სახელი, მაგ., ”ცხრილები”. დააწკაპუნეთ ღილაკზე OK;
- ახლად შექმნილ პანელის თვისებების მნიშვნელობების შესარჩევად ფაჯარაში Customize დააწკაპუნეთ სტრიქონზე Properties. გამოვა ფანჯარა ინსტრუმენტული პანელისთვის თვისებების მნიშვნელობების შესარჩევად. ველში Type შეარჩიეთ ინსტრუმენტული პანელის ტიპი: Popup (კონტექსტური მენიუ). Popup სტრიქონის მონიშვნისთანავე გამოვა Access-ის შეტყობინება კონტექსტური მენიუს ინსტრუმენტული პანელის რედაქტირების აუცილებლობის შესახებ/სურ. დ.10/
სურ.დ.7
მენიუსთვის ,,ფორმები” შექმნით ბრძანებათა სტრიქონები, რომლებზეც დაწკაპუნების შემდეგ გაიღება თქვენს მიერ დაპროექტებული ფორმა:
- დიალოგურ ფანჯარაში ველში მონიშნეთ ერთ-ერთი ფორმის დასახელება, მაგ., და გადაათრიეთ თქვენს მიერ შექმნილ მენიუთა სტრიქონის დასახელებაზე ,,ფორმები”. ჩამოიშლება სია ცარიელი სტრიქონებით. ერთ-ერთ სტრიქონზე დააყენეთ თაგუნას მაჩვენებელი და გაუშვით თითი/სურ.დ.8/
სურ.დ.8.
- შეცვალეთ სახელი ქართული შესასიტყვი დასახელებით.
ყველა ფორმის მენიუს სტრიქონებზე მიბმის შემდეგ მენიუთა სტრიქონი ,,ანგარიშგება” შემდეგ სახეს მიიღებს/სურ.დ.9/